რა ოპოზიციის რადიკალიზმზე საუბრობთ, ერთი კვირაა ქვა და კვერცხი არ გაგიგდიათ ხელიდან - მანჯგალაძე ღარიბაშვილს და პაპუაშვილს

21.06.23 17:53
რა ოპოზიციის  რადიკალიზმზე საუბრობთ, ერთი კვირაა ქვა და კვერცხი არ გაგიგდიათ ხელიდან - მანჯგალაძე ღარიბაშვილს და პაპუაშვილს

“დღეს ღარიბაშვილი, პაპუაშვილი და “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლები დაკავებულები არიან პარალელური ცრუ რეალობის შექნით, რისთვისაც არც ერთგვარი აზრის პოლიციის როლის მორგებას არ ერიდებიან"- ამის შესახებ განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით "ღარიბაშვილმა ისაუბრა პოლარიზებაზე და ოპოზიციის რადიკალიზმზე".

პაპუაშვილმა დასავლელ პარტნიორებზე მიიტანა იერიში და თქვა, დასავლეთმა აღქმები ფაქტებზე მაღლა არ უნდა დააყენოსო.

მხოლოდ ფაქტებით გპასუხობთ, რა ოპოზიციის  რადიკალიზმზე საუბრობთ, ერთი კვირაა ქვა და კვერცხი არ გაგიგდიათ ხელიდან.

ჯერ ზურა გირჩი ჯაფარიძეს მიუვარდნენ, შემდეგ ახალგაზრდულ ბანაკს ბორჯომში , შემდეგ უნივერსიტეტში ფიზიკურად გაუსწორდნენ თავისუფლების მოყვარე სტუდენტებს, შემდეგ ლევან ბერძენიშვილს მიუსიეს ეს მოძალადე ჯგუფები. 

ახლა გამოდიან და უსინდისოდ, არგუმენტაციის გარეშე ოპოზიციას აბრალებენ რადიკალიზმს და დასავლეთს ფაქტების დამახინჯებას. 

გასაგებია, ივანიშვილი საქართველოზე მეტია თქვენთვის, არა იმიტომ რომ პატივს სცემთ, არამედ იმიტომ რომ ის დაკავშირებულია თქვენთვის კომფორტთან, კორუფციასთან, კარგად ყოფნასთან, ძალაუფლებასთან და ამ დროს საქართველო და მისი მოქალაქე ცალ ფეხზე გკიდიათ.

“ქართულ ოცნებას” საქართველო ძარცვისთვის სჭირდება, ღარიბი მოქალაქეები კი ხმისთვის.

დროა სიმართლეს თვალი გავუსწოროთ” -  აცხადებს პაატა მანჯგალაძე 

მსგავსი სიახლეები