სააკაშვილი სამოქმედო გეგმის გასაჯაროებას აანონსებს - ხმაურიანი განცხადებები მას შესაძლოა, ციხეში დაბრუნების ფასი დაუჯდეს

21.06.23 20:00
სააკაშვილი სამოქმედო გეგმის გასაჯაროებას აანონსებს - ხმაურიანი განცხადებები მას შესაძლოა, ციხეში დაბრუნების ფასი დაუჯდეს

სააკაშვილი სამოქმედო გეგმის გასაჯაროვებას აანონსებს - მესამე პრეზიდენტმა დღეს თქვა, რომ რამდენიმე დღეში ხალხი გაიგებს, რა ფორმით ჩაერთვება, ის ქართულ პოლიტიკაში. დუმილის შემდეგ, ხმაურიანი განცხადებები კი საააკშვილს შესაძლოა, ციხეში დაბრუნების ფასი დაუჯდეს. კომედიანტი, რომელმაც ავადმყოფობის სცენა დადგა, ამ სიტყვებით შეაფასა დღეს ღარიბაშვილმა მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა და დიაგონზიც  დასვა - სააკაშვილი ჯანმრთელია და მომაკვდავის მანტია მხოლოდ პოლიტიკური ტრიუკი იყო. 

ჩნდება კითხვა, თუ პატიმარი პრეზიდენტი სრულიად ჯანმრთელია, რატომ ამყოფებენ მას უკვე ერთ წელზე მეტია სამედიცინო კლინიკაში?  ოცნების ხელისუფლების პროპაგანდა  ამავე მთავრობის  იუსტიციის მინისტრმა რამდენიმე წუთში  ჩამოანგრია. რატი ბრეგაძე ამბობს,რომ ექიმები სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე თანხმობას არ აძლევენ, რაც იმას ნიშნავს,რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. 

სააკაშვილი კი საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციას აანონსებს. დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები