რეჟიმის პროპაგანდა, რომ დასავლეთი საფრთხეა, აბსურდული სიცრუეა და ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება - ბოკერია
რეჟიმის პროპაგანდა, რომ დასავლეთი საფრთხეა, აბსურდული სიცრუეა და ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ბოკერიას თქმით, ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს მარტო დაგვტოვოს რუსეთის წინაშე, რაც უზარმაზარ საფრთხეს გვიქადის.
ერთადერთი, რასაც ჩვენ საკუთარი რწმენა, საკუთარი სინდისი, საკუთარი ქვეყნის ტრადიციები გვავალდებულებს, არის ის, რომ ყველა ადამიანს მოვექცეთ თანასწორად და არავის დევნა არ იყოს დაშვებული.
ივანიშვილის რეჟიმის მთელი ეს პროპაგანდა, რომ თითქოს დასავლური ინტეგრაცია NATO-ში და ევროპისკენ სვლა საფრთხეა ჩვენი ტრადიციული ღირებულებებისთვის და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, არის აბსურდული სიცრუე და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ამ სიცრუის მეშვეობით ძალაუფლება შეინარჩუნოს ივანიშვილის რეჟიმმა და ამ ყველაფრის შედეგად მარტო დაგვტოვოს რუსეთის წინაშე, რაც უზარმაზარ საფრთხეს გვიქადის". - ამბობს გიგა ბოკერია