"ევროპა ლგბტ თემის ამორალურ პროპაგანდას ეწევა" - ღარიბაშვილი რადიკალების გზავნილს ერთი-ერთში იმეორებს

21.06.23 20:29
"ევროპა ლგბტ თემის ამორალურ პროპაგანდას ეწევა" - ღარიბაშვილი რადიკალების გზავნილს ერთი-ერთში იმეორებს

ევროპა ლგბტ თემის ამორალურ პროპაგანდას ეწევა. ღარიბაშვილი რადიკალების გზავნილს ერთი-ერთში იმეორებს და დასავლეთის წინააღმდეგ შტურმს სწორედ მოძალადეების ნარატივით აგრძელებს. პრემიერმა თავი დღეს ხალხის  მცველად  წარმოადგინა და პირობა დადო, რომ ის  ზღვარგადასული პროპაგანდა,  რაც მისი მტკიცებით, დასავლეთის ქვეყნების ბაღებსა და სკოლებში მიმდინარეობს, საქართველოში არასდროს მოხდება,

პრემიერი  მაკდონალდსის  წინააღმდეგ სახელისუფლებო იერიშს დღეს სათავეში ჩაუდგა და დიდი ისტორიის ამერიკული ბრენდი  მხოლოდ იმიტომ გააკრიტიკა, რომ ელტონ ჯონის ბიოგრაფია მაკდონალდსმა ბროშურებად გამოსცა და სასაჩუქრე ნაკრებში ჩადო.  არადა ოცნებას მსოფლიო დონის მუსიკოსის ბიოგრაფია არ  გახსენებია მაშინ, როცა ელტონ ჯონი ბიძინა ივანიშვილის აშენებულ და ბერა ივანიშივლის მართვაში მყოფ ბლექ სი არენაზე ჩამოიყვანეს. რომ  ჩამოსულიყო, საგანგებოდ მუსიკოსისთვის როიალიც კი დაამზადეს, შემდეგ კი ივანიშვილების საკონცერტო დარბაზის ეზოში ძეგლი დაუდგეს.

რისი თქმა უნდოდა დღეს დასავლეთზე მიტანილი იერიშით ღარიბაშვილს?- ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები