ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩმა უკვე იცის, რა არ გააკეთა ოცნებამ საქართველოსთვის სტატუსის მიღების მიზნით
ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩმა უკვე იცის, რა არ გააკეთა ოცნებამ საქართველოსთვის სტატუსის მიღების მიზნით. პირველი შეფასებითი დოკუმენტი ბრიუსელში უკვე მზადაა. ევროკავშირის ელჩებისა და მინისტრების შემდეგ კი ის საქართველოს ხელისუფლებასაც გადამოეგზავნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ღარიბაშვილი რომელიც სულ სხვა რეალობას ამტკიცებს, დარწმუნდება, რომ დასავლეთი ვერ მოატყუა.
პრემიერი ამბობს, რომ 12 დან 11 რეკომენდაცია შესრულდა, თუმცა სულ სხვა რამ წერია ევროკომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში. გაკეთებული საქმეების ჩამონათვალი საკმაოდ მცირეა და საქართველო ამ მხრივ უკრაინას და მოლდოვას ძალიან ჩამორჩება. ერთადერთი, რაზეც ხელისუფლება უკან იხევს, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის დაპაუზებაა, თუმცა იმ იმედით, რომ ამ პირობას ევროკომისია 12 პუნქტიდან საერთოდ ამოიღებს.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.