"ვივა მედს" აქვს ერთი გზა - ციხისკენ" - "ხალხის ძალამ" სააკაშვილის პალატიდან საკანში დაბრუნება დააანონსა

22.06.23 11:17
"ვივა მედს" აქვს ერთი გზა - ციხისკენ" - "ხალხის ძალამ" სააკაშვილის პალატიდან საკანში დაბრუნება დააანონსა

ვივა მედს აქვს ერთი გზაა - ციხისკენ - ასე დაანონსაა ხალხის ძალამ მიხეილ სააკაშვილის პალატიდან საკანშიი დაბრუნება.  გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა მხოლოდ ციხიდან შეუძლია.

ვივამედს აქვს ერთი გზა - ციხისკენ. თუ არ უნდა მკურნალობა, წავა ციხეში და იქიდან ციხიდან კი, არიან ადამიანები, ვინც ციხიდან პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდნენ. სააკაშვილმა პრაქტიკულად თავისივე მომხრეებსაც ცივი წყალი გადაასხა, დატოვა ასე პირდაღებული იმასთან დაკავშირებით, რომ კვდება ადამიანიო და უცებ, იხილეს, რომ ზეციდან მოფრინავს ამომავალი პოლიტიკოსი და გადამრჩენი საქართველოსი. შოკში არიან მისივე მომხრეებიც კი, არ იციან რა თქვან. საიქიოში მიდისო ამბობდნენ, ახლა პოლიტიკაშ მოდისო, უნდა თქვან. ეს ტაკიმასხარაობა, რაც ჰქონდა აქამდე, იგივეს გააგრძელებს“. - ამბობს გურამ მაჭარაშვილი. 

მსგავსი სიახლეები