რა გააკეთა და რა არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად - ყურადღების ცენტრშია სტოკჰოლმი
ყურადღების ცენტრშია სტოკჰოლმი. შვედეთის დედაქალაქში ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები რამდენიმე წუთში დაიწყებენ შეკრებას. ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, დახურულ შეხვედრაზე ევროპის მთავრობებს გააცნობს რა გააკეთა და რა არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. შუალედური ანგარიში უკვე მზად არის. დოკუმენტი ჯერ არ გასაჯაროებულა, თუმცა დეტალები უკვე ცნობილია. ევროკომისიამ ქართულ ოცნებას უთხრა რომ ერთი წლის განმავლობაში გასაკეთებელი საქმის ნახევარიც კი არ გაკეთებულა.