შესრულებული თუ შეუსრულებელი პირობები - რა მოლოდინები აქვს "ოცნებას" სტოკჰოლმიდან
კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს შესრულებული თუ შეუსრულებელი პირობების დეტალები დღის ბოლომდე უკვე ევროპის ქვეყნის 27-ვე წარმომადგენელს ეცოდინებათ.
სტოკჰოლმში დახურული შეხვედრა უკვე დაიწყო.
"ოცნება" ამბობს, რომ პირობები ზედმიწევნად არის შერულებული და შესაბამისად პოზიტიური მოლოდინები აქვთ.
"მოლოდინები ერთმნიშვნელოვნად რაც შეიძლება არსებობდეს, ეს არის პოზიტიური მოლოდინები, იმის გათვალისწინებით თუ რა სამუშაო იქნა გაწეული, ამ 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად. მე მიმაჩნია, რომ პრაქტიკულად უკლებლივ ყველ პუნქტთან მიმართებაში გვაქვს სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯები. უკლებლივ ყველასთან მიმართებაში. ძალიან ძნელია, რომ იმუშაო დეპოლარიზაციაზე მარტომ, მაშინ როდესაც ორმხრივი პროცესია და მარტო ბუნებრივია, რომ ავტოდეპოლარიზაციას ვერცერთ შემთხვევაში ჩვენ ვერ შევძლებთ. დეოლიგარქიზაციის საკითხს, რაც შეეხებოდა ამასთან დაკავშირებით როგორც ჩანს არის, თვითონ რეკომენდაციის გადახედვის საჭიროება" - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, დახურულ შეხვედრაზე ევროპის მთავრობებს გააცნობს რა გააკეთა და რა არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. შუალედური ანგარიში უკვე მზად არის. დოკუმენტი ჯერ არ გასაჯაროებულა, თუმცა დეტალები უკვე ცნობილია. ევროკომისიამ ქართულ ოცნებას უთხრა რომ ერთი წლის განმავლობაში გასაკეთებელი საქმის ნახევარიც კი არ გაკეთებულა.