ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საბოტაჟი მოეხდინა - ბუაძე

22.06.23 11:54
ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საბოტაჟი მოეხდინა - ბუაძე

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საბოტაჟი მოეხდინა, ამიტომაც დღეს სტოკჰოლმიდან პოზიტიურ შეფასებებს არ ელოდება.

ბუაძე პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე "ოცნების" ხელისუფლებას აკისრებს.

"ჩვენმა ხელისუფლებამ არათუ არ შეასრულა 12 პუნქტი, არამედ ყველაფერი გააკეთა მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ პირდაპირ საბოტაჟი მოეხდინა ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. ზუსტად ამიტომ არ შესრულდა არცერთი პუნქტი, ამ მიზნით მოხდა რუსული კანონის მიღება, რუსეთთან ფრენების აღდგენა და საქართველოს რუსულ ორბიტაზე ძალადობრივი ფორმით გადაქაჩვას. ცხადია, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას იმიტომ, რომ ოპოზიციამ თავისი როლი ამ პროცესში შეასრულა, ჩვენ კანონპროექტების ინიცირებაც გავაკეთეთ, მათ შორის ყველა პროცესში ვმონაწილეობდით და ის ვინც არის ხელისუფლებაში არის პასუხისმგებელი" - ამბობს საბა ბუაძე.

ყურადღების ცენტრშია სტოკჰოლმი. შვედეთის დედაქალაქში ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას მართავენ. ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, დახურულ შეხვედრაზე ევროპის მთავრობებს გააცნობს რა გააკეთა და რა არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. შუალედური ანგარიში უკვე მზად არის. დოკუმენტი ჯერ არ გასაჯაროებულა, თუმცა დეტალები უკვე ცნობილია. ევროკომისიამ ქართულ ოცნებას უთხრა რომ ერთი წლის განმავლობაში გასაკეთებელი საქმის ნახევარიც კი არ გაკეთებულა. 

მსგავსი სიახლეები