ის, რომ სააკაშვილმა თქვა, ჩავერთვები პოლიტიკაში, არ ნიშნავს, რომ ის არის კარგად, უბრალოდ მან გადადო თავისი სიცოცხლე - ნადირაძე
"ენმ"-ში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, არ ნიშნავს იმას, რომ ის კარგად არის. ირაკლი ნადირაძის თქმით, დაპატიმრებულმა პრეზიდენტმა უბრალოდ გადადო თავისი სიცოცხლე.
ნადირაძე იმასაც ამბობს, რომ რამდენიმე დღეში ყოფილი პრეზიდენტი იტყვის თავისი გეგმების შესახებ და გახდება ცნობილი თუ რა სტრატეგიით დაიწყებენ ისინი მოქმედებას.
"თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ კარგი იყო, როგორც თვითონ ამბობენ, მაშინ რატომ არ ჩამოუშვეს სპეციალური ევროკავშირის სამედიცინო მისი პოლონელი ექსპერტებით და ექიმებით დაკომპლექტებული. მიზეზი იყო ერთადერთი რამ, რომ რეალურად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო და არის ძალიან მძიმე. ის, რომ ადამიანმა თქვა ჩავერთვები პოლიტიკაში არ ნიშნავს, რომ ის არის კარგად უბრალოდ მან გადადო თავისი სიცოცხლე. მიხეილ სააკაშვილს ამ ქვეყანაში ჰყავს ნახევარ მილიონზე მეტი მხარდამჭერი. რეალურად სოლიდარობა მის მიმართ ბევრად მეტია, იმიტომ, რომ ხედავენ ეს ადამიანები წლების განმავლობაში რა კეთდებოდა მიხეილ სააკაშვილის დროს, რომ ჭაობიდან ამოიყვანა ქვეყანა და ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსა, დანარჩენი რა სტრატეგიით ვიმოქმედებთ ამას გავიგებთ ძალიან მალე, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი უახლოეს დღეებში იტყვის თავისი გეგმების შესახებ" - ამბობს "ენმ"-ს წევრი, ირაკლი ნადირაძე.