"შეუძლებელია დაბრუნდეს საბჭოთა მეთოდებით კულტურის მოთვინიერება" - ეკა კიკნაძე

22.06.23 12:34
"შეუძლებელია დაბრუნდეს საბჭოთა მეთოდებით კულტურის მოთვინიერება" - ეკა კიკნაძე

"შეუძლებელია დაბრუნდეს საბჭოთა მეთოდებით კულტურის მოთვინიერება" - ასე ეხმაურება ეროვნული მუზეუმის ყოფილი მმართველი კულტურის სამინისტროს გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც კიდევ ერთი სასამართლო დავა წააგო.

"სფერო, რომელშიც წულუკიანს ნგრევის და უსამართლობის გარდა არაფერი მოუტანია დღეს არის აბსოლუტურად ერთიანი იმ აზრის გარშემო, რომ 21-ე საუკუნეში აბსოლუტურად შეუძლებელია დაბრუნდეს საბჭოთა მეთოდებით კულტურის მოთვინიერება და ადამიანების დევნა და ის, რომ ამას ჩვენი სფერო აღარ დაუშვებს" - ამბობს ეროვნული მუზეუმის ყოფილი მმართველი, ეკა კიკნაძე.

შეგახსენებთ, კულტურის სამინისტრომ კიდევ ერთი სასამართლო დავა წააგო. მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილმა უკანონოდ მიიჩნია თბილისის ისტორიის მუზეუმიდან ლიკა მამაცაშვილის გათავისუფლება. თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკის გამო დაწყებული სასამართლო პროცესების შემდეგ, ეს უკვე რიგით მე-11 საქმეა, რომელსაც  კულტურის სფეროდან უკანონოდ გათავისუფლებული ხელოვანები იგებენ. მამაცაშვილს ახლა ფულადი კომპენსაცია უნდა გადაუხადონ.

მსგავსი სიახლეები