რიჟვაძე განმარტავს, რატომ უწოდა 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული”

22.06.23 12:31
რიჟვაძე განმარტავს, რატომ უწოდა 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული”

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე განმარტავს, რომ მისი ციტატა 2008 წელს „ლაჩრულად წაგებულ ომზე“ ეხებოდა არა ჯარისკაცებს, არამედ მესამე პრეზიდენტსა და "მის ამფსონებს". 

რიჟვაძემ თქვა, რომ მის წინააღმდეგ კამპანია იყო აგორებული.

„ჩვენ ვიხილეთ კამპანია, თითქოს ჩვენს გმირ მებრძოლებს, საამაყო ჯარისკაცებს შეურაცხყოფა მივაყენე. კიდევ ერთხელ მსურს დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და ქედი მოვიხარო ჩვენი თითოეული სამხედროს წინაშე, მათი დედების წინაშე, რომლებმაც გმირი ვაჟკაცები გაუზარდეს ჩვენს სამშობლოს და სწორედ მათი ვაჟკაცობით, მათი თავგანწირვით და დაღვრილი სისხლით გადავრჩით და არა მხდალი და სიმულანტი სააკაშვილით, რომელმაც ტერიტორიები დაგვაკარგვინა, მიატოვა ქართული ჯარი და ხალხი და ბოლოს უკვე ნებაყოფლობით უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე და ჩემი შეფასება ლაჩრობასთან დაკავშირებით სწორედ მას და მის ამფსონებს ეკუთვნის და ეკუთვნოდა“, – აცხადებს რიჟვაძე.

შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის ომზე ისაუბრა და მას "ლაჩრულად წაგებული ომი" უწოდა.  

მსგავსი სიახლეები