საქართველოს ხელისუფლება არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ევროპის ნაწილად ყოფნა სურს - გზავნილები სტოკჰოლმიდან
ქართული ოცნებისგან არ ჩანს მკაფიო სურვილი გახდეს ქვეყანა ევროკავშიირის წევრი - სტოკჰოლმში ევროპის სახლემწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები უკვე შეიკრიბენენ. "ოცნებისთვის" მძიმე წუთების ათვლა დაწყებულია.
ევროპელმა ლიდერებმა შეხვედრამდე განცხადებები გააკეთეს და თქვეს, რომ საქართველოსთვის ევროპის კარი ფართოთ არის გაღებული, თუმცა ამ კარში შესვლის მოტივაციას ხელისუფლებისგან ვერ ხედავენ. ევროპელი პოლიტიკსოები კანდიდატის სტატუსის მიღების სანაცვლოდ ყველა პირობის ზედმიწევნით შესრულებას ითხოვენ. ამ წუთებში, სტოკჰოლმში მსჯელობენ, რა უნდა გააკეთოს საქართელოს ხელისუფლებამ დარჩენილ რამდენიმე თვეში რეკომენდაციების შესასრულებლად.
საქართველოს ადგილი, რა თქმა უნდა, ევროპულ ოჯახშია. ქართველებს ნამდვილად სურთ იყვნენ ევროპის ნაწილი, მაგრამ კომისიისგან რაც გვესმის, საქართველოს ხელისუფლება არ ტოვებს ასეთ შთაბეჭდილებას. რეფორმების ტემპი არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. საზოგადოება ითხოვს მთავრობისგან პრიორიტეტული რეფორმების შესრულებას. ეს არა იმიტომ, რომ გახდეს ქვეყანა ევროპული, არამედ იმიტომაც რომ ქვეყანა გახდეს თავისუფალი და სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები.
როცა საუბარია ადამიანის უფლებებზე საჭიროა სასამართლო რეფორმა, გერმანია ნამდვილად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს. კრიტერიუმები უნდა იყოს შესრულებული"- ამბობს გერმანიის წარმომადგენელი.