ნათია თურნავა ეროვნულ ბანკში - ექს მინისტრი პირველი ვიცე-პრეზიდენტი ხდება?
ეროვნულ ბანკში დღეს არჩევნებია - "პირველების" ინფორმაციით, ქვეყნის ცენტრალურ საფინანსო ინსტიტუტში ვიცე პრეზიდენტს ირჩევენ, სალომე ზურაბიშვილის მიერ "ქართული ოცნებისთვის" უარის თქმის შემდეგ, ახლა მმართველმა პარტიამ დიდი გადალაგება მოაწყო.
როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ამ ეტაპზე აღარ აირჩევენ და პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს ყველა მოვალეობას. პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტზე კი ნათია თურნავას არჩევა იგეგმება.
ოპოზიციის ონფპრმაციით, თურნავას მჭიდრო კავშირი აქვს ქვეყნის მინი ოლიგარქებთან, უჩა მამაცაშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან, ეროვნულ ბანკს იბარებს.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, " სახელმწიფო საფინანსო სისტემაში კლანი უკვე ჩაბეტონდა":
თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს მურუსიძე გახდება, როგორც იუსტიციის საბჭოს მურუსიძე არის თავად მურუსიძე. ეს პროცესი ნიშნავს, რომ სახელმწიფო საფინანსო სისტემაში უკვე ჩაბეტონდა კლანი ივანიშვილის კლანი და ეროვნულმა ბანკმა ის ნაწილობრივი დამოუკიდებლობაც კი დაკარგა, რაც მას ჰქონდა დღემდე. დღეს მოახდენენ ქოცურ გადატრიალებას" - აცხადებს რომან გოცირიძე.
"გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილი არ გამორიცხავს, რომ სებ-ის გარშემო პროცესებს თავად ბიძინა ივანიშვილი მარტავდეს.
ან უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი მართავს ამ სიტუაციას ან სხვადასხვა ჯგუფები და რა შედეგი მოჰყვება ამას მე არ ვიცი, ეს იქნება უბრალოდ თანამდებობისთვის ბრძოლა, რომ ვიღაცას 20 000 ლარი ჰქონდეს თვეში ხელფასი შვიდის ნაცვლად ამისთვის იბრძვიან თუ ამას მოჰყვება ცვლილება თვითონ მონეტარულ პოლიტიკაში. იგივე განცხადებები გაკეთდა რაც ადრე კეთდებოდა იგივე მიდგომა ექნება ინფლაციის მიმართ, მაშინ უბრალოდ თანამდებობისთვის იბრძვიან და ეგ არის" - ალექსანდრე რაქვიაშვილი.
გახარიას გუნდშიც დარწმუნებულები არიან, რომ ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი სწოედ ნათია თურნავა გახდება.
ბექა ლილუაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული "ქართულმა ოცნებამ" ფინანსურ სექტორზე წნეხი გაზარდოს, რომ არჩევნებზე ხმნები ამ გზით მოიპოვოს.
პირველი ვიცე პრეზიდენტის პოზიციას დაიკავებს ქალბატონი ნატია თურნავა. რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ ეს ასე იქნება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ "ქართულ ოცნებას" განზრახული აქვს გამოიყენოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტები მათ შორის ფინანსური სექტორის მარეგულირებელი იმისთვის, რომ მოახდინოს ელექტორალური თვალსაზრისით გავლენა ამ სექტორზე. შეიძლება გაზარდოს წნეხი ფინანსურ სექტორზე საარჩევნო თვალსაზრისით, თუნდაც მომდევნო არჩევნებზე იმ სექტორის მობილიზება მოახდინოს" - ბექა ლილუაშვილი.
"სტრატეგი აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე "პირველებთან" ამბობს, რომ ხელისუფლებას სებ-ში მორჩილი კადრი "რუსული ფულის გარეცხვისთვის სჭირდება":
იმის შემდეგ, რაც დანიშნავენ მათთვის საურველ ადამიანს ვიცე-პრეზიდენტად უკვე შესაძლებელი იქნება, სრულად პარტიულ, კლანურ დიქტატს დაექვემდებაროს ეროვნული ბანკი. ეს ორი რამისთვის სჭირდებათ: კონტროლისთვის და მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილებების და მეორე - შემოსული რუსული ფულის რეცხვის და გათეთრების მექანიზმების შექმნისთვის" - პაატა მანჯგალაძე.