საქართველოს მომავალი ევროპულია, მაგრამ ქვეყნის მთავრობამ უნდა გააკეთოს მყარი განცხადება - ევროპელი ლიდერი
გვჭირდება რომ საქართველოს მთავრობამ გააკეთოს მტკიცე და მყარი განცხადება - ასეთ გზავნილები ისმის სტოკჰოლმიდან, სადაც ამ წუთებში, ევროპის სახლემწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები არიან შეკრებილები და მსჯელობენ, რა უნდა გააკეთოს საქართელოს ხელისუფლებამ დარჩენილ რამდენიმე თვეში რეკომენდაციების შესასრულებლად.
ჩვენი მთავარი იდეაა, რომ დავეხმაროთ ქვეყანას ამ თვეებში, ვიდრე ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღება. ჩვენთვის მკაფიოა, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია. ჩვენ ამ სურვილს ქართველი ხალხისგან ყოველდღიურად ვხედავთ. დავეხმარებით საქართველოს რომ შეასრულოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებებლი პირობები. მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირედბა რომ მთავრობამ გააკეთოს მტკიცე და მყარი განცხადება ამის შესახებ" - ამბობს ევროპელი ლიდერი.