გვამის სუნი რომ ასდიოდა მიშას, ახლა ამ პროცესს რისი სუნი ასდის? - ღუდუშაური

22.06.23 13:43
გვამის სუნი რომ ასდიოდა მიშას, ახლა ამ პროცესს რისი სუნი ასდის? - ღუდუშაური

გვამის სუნი რომ ასდიოდა მიშას, ახლა ამ პროცესს რისი სუნი ასდის? - ასე ეხმაურება "ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

მისი თქმით, დაპატიმრებულ პრეზიდენტს აქვს უკრაინის პასპორტი, ის არის მსჯავრდადებული და შესაბამისად, როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს, ისე იქნება მსჯავრდადებულთან საკითხები გადაწყვეტილი.

"მე უბრალოდ მაინტერესებს, იქნებ გადასცეთ იმ ადამიანებს, ის პირები - პოლიტიკოსები, იურისტები, ექსპერტები, ექიმები ა.შ. დღე-დღეზე რომ კვდებოდა, აპოკალიფსი, რომ ხდებოდა, არაამქვეყნიური დაავადებები რომ სჭირდა, საქართველოს პოლიტიკა რომ აღარ აინტერესებდა, გვამის სუნი რომ ასდიოდა, ახლა ყველა თქვენ მედიის წარმომადგენლებს მე გთხოვდით და მოგიწოდებდით ჰკითხოთ ამ ადამიანებს, ზოგადად, ამ პროცესს რისი სუნი ასდისო. ზოგადად, თქვენს ამ მოქმედებას ირის სუნიც ასდისო ეს ხომ ქართველმა ხალხმა დიდი ხანია კარგად იცის. შესაბამისად აპატრეიდი პრეზიდენტი სააკაშვილი არ ბრძანდება, მას აქვს უკრაინის პასპორტი, ის არის მსჯავრდადებული და შესაბამისად, როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს, ისე იქნება მსჯავრდადებულთან საკითხები გადაწყვეტილი" - ამბობს ალუდა ღუდუშაური.

მსგავსი სიახლეები