ჩვენ გვჭირდება უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, რომ სამუდამ მოვიშოროთ საბჭოთა მემკვიდრეობა - განცხადებები სტოკჰოლმიდან

22.06.23 13:31
ჩვენ გვჭირდება უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, რომ სამუდამ მოვიშოროთ საბჭოთა მემკვიდრეობა - განცხადებები სტოკჰოლმიდან

ჩვენ გვჭირდება უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, რომ სამუდამ მოვიშოროთ საბჭოთა მემკვიდრეობა - ამის შესახებ სტოკჰოლმში ევროპელმა ლიდერებმა სხდომის დაწყებამდე ისაუბრეს.

შვედეთის დედაქალაქიდან ელჩებმა ევროპის გაფართოებაზე ისაუბრეს და განაცხადეს, თუ საქართველო აკმაყოფილებს კრიტერიუმებს ის უნდა გახდეს კანდიდატი ქვეყანა.

ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის გაფართოებაზე, რაც დიდი გამოწვევაა მაგრამ ამავდროულად ეს ჩვენთვის შანსია და შესაძლებლობა ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში გავხდეთ უფრო ძლიერები. ვისაუბრებთ ზეპირ მოხსენებაზე. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავუხსნათ მოლაპარაკებების სივრცე უკრაინას და მოლდოვას კრიტერიუმების დაკმყოფილების შემდეგ  და თუ საქართველო აკმაყოფილებს კრიტერიუმებს ის უნდა გახდეს კანდიდატი ქვეყანა, რომ შემოუერთდეს ევროკავშირს. ჩვენ გვჭირდება ეს სამი ქვეყანა, რომ სამუდამ მოვიშოროთ საბჭოთა მემკვიდრეობა". - ამბობს ევროპელი ლიდერი.

ამ წუთებში, ევროპის სახლემწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები სტოკჰოლმში არიან შეკრებილები და მსჯელობენ, რა უნდა გააკეთოს საქართელოს ხელისუფლებამ დარჩენილ რამდენიმე თვეში რეკომენდაციების შესასრულებლად.  

მსგავსი სიახლეები