ენმ-ს საქციელი არის საუკეთესო საჩუქარი ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის - ბოკერია
სააკაშვილის და ენმ-ს საქციელი საუკეთესო საჩუქარია ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ბოკერია ამბობს, რომ ენმ-ს გუნდის ლიდერობით ვერც ივანიშვილის რეჟიმს დავამარცხებთ და მითუმეტეს ვერც ამ ჭაობიდან ამოვიყვანთ ქვეყანას.
"სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის საქციელი არის საუკეთესო საჩუქარი ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის იმიტომ, რომ მათი არათანმიმდევრულობის, ტყუილების და აბსურდული საქციელის გამოყენებით ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა ახდენს, მთლიანად პროდასავლური საზოგადოების, მთლიანად ოპოზიციის დისკრედიტაციას, ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, ვინც ვარდების რევოლუციის იდეალების გამო ან ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის მოტივით მხარს უჭერდა აქამდე ნაციონალურ მოძრაობას, ამ გუნდის ლიდერობით ჩვენ ვერც ივანიშვილის რეჟიმს დავამარცხებთ და მითუმეტეს ვერც ამ ჭაობიდან ამოვიყვანთ ქვეყანას და ვერ წავიყვანთ თავისუფლებისკენ იმიტომ, რომ ეს არის გუნდი, რომელსაც აღარ გააჩნია, არც ფასეულობები და არც ფუნქციები" - ამბობს "ევროპული საქართველოს ლიდერი", გიგა ბოკერია.