ლარსმა რუსული რეკორდი მოხსნაა - მხოლოდ ერთ დღე-ღამეში, საქართველოდან რუსეთში 1300-ზე მეტმა სატვირთომ გაიარა

22.06.23 13:50
ლარსმა რუსული რეკორდი მოხსნაა - მხოლოდ ერთ დღე-ღამეში, საქართველოდან რუსეთში 1300-ზე მეტმა სატვირთომ გაიარა

ლარსმა რუსული რეკორდი მოხსნაა - ოკუპანტი ქვეყნის საზღვრებს შორის ლარსის გამშვები პუნქტი ტვირთების გადასაზიდად ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. მხოლოდ ერთ დღე-ღამეში, საქართველოდან რუსეთში ამ დერეფნით 1300-ზე მეტმა სატვირთომ გაიარა. ეს ისტორიული რეკორდია. 

 შემაშფოთებელია ბოლო ხუთი თვის სტატისტიკაც -  როგორც გაირკვა, დაახლოებით ნახევარ წელში ლარზე საზღვარი 200 ათასზე მეტმა სატვირთომ გადაკვეთაა.

ნაკადი გაზრდილია, რაც ავტომატურად აჩენს კითხვებს.  ეს ფაქტი რუსეთში უკვე შეფასებულია, როგორც "ეკონომიკური ბლოკადის გარღვევად".  ოკუპანტ ქვეყანაში  უხარიათ, რომ დასავლეთის ეკონომიკური ბლოკადის შემდეგ, საქართველოს დახმარებით  ვაჭრობას მაინც არ აჩერებენ.

22 კილომეტრზე ჩვენ სპეციალურად სომხური ავტომობილებისთვის შემქმენით განსაკუთრებული პირობები, რადგან ეს ტვირთი ევრაზიული კავშირის არის. მათი გადმოტანა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს აქ მინიმალური ფორმალობებით. ამიტომ სომხეთი, საქართველო , რომელიც ჩვენთან ვაჭრობს საკმაოდ წარმატებულად, ასევე თურქეთიც, ეს არის ტრანზიტული ტვირთი, ამ გზით დაინტერესებულია საბჭოთა კავშირის ყველა ყოფილი ქვეყანა. ზემო ლარსზე, ეკონომიკური ბლოკადა, რომელიც ევროპის ქვეყნებმა დაგვიყენეს, ახლა ირღვევა. ჩვენ შეგვიძლია ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის გასწვრივ 15 მილიონი ტონა ტვირთის გადატანა"- აცხადებს რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანი. 

საცობების გამო იზრდებოდა სატრანსპორტო ხარჯები და ფუჭდებოდა საქონელი რომელიც სატვირთოებით გადაჰქონდათ . სომხეთი რუსეთში აგზავნის ხილს და ბოსტნეულს. ეს არის მალფუჭებადი საქონელი . ჩვენი მიზანია ტვირთებმა საქართველოს გალით სწრაფად გაიაროს"- აცხადებენ მოსკოვში. 

მსგავსი სიახლეები