სააკაშვილმა დაძლია დემენცია, რომელიც მანამდე დაუძლეველ დაავადებად ითვლებოდა - კობახიძე

22.06.23 13:52
სააკაშვილმა დაძლია დემენცია, რომელიც მანამდე დაუძლეველ დაავადებად ითვლებოდა - კობახიძე

"ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებები იყო ფარსი და დიდი ტყუილი და ამ ტყუილში მისი თქმით, ოპოზიცია, NGO-ები, ექიმები და ყოფილი სახალხო დამცველი იყო ჩართული.

კობახიძის თქმით, ტყუილში ჩართულ სუბიექტებს ღირსება რომ ჰქონდეთ, ბოდიშს მოუხდიდნენ ქართულ საზოგადოებას.

"სააკაშვილმა დაძლია დემენცია, რომელიც მანამდე ითვლებოდა დაუძლეველ დაავადებად. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სრული ფარსი იყო, პირდაპირ გვატყუებდნენ, ვინ თან გაიხსენეთ, მთელი ოპოზიცია რომ იყო ჩართული გასაგებია ამაში, NGO-ები რომ იყვნენ ჩართული, გასაგებია, ამ ოპოზიციების ტელევიზიები რომ იყვნენ ჩართულები, ესეც გასაგებია, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ფარსში იყო ჩართული ადამიანი, რომელსაც ერქვა სახალხო დამცველი, მისი ექიმები, ადამიანებს ერქვათ ექიმები და პირდაპირ იტყუებოდნენ ამ თემასთან დაკავშირებით, ასევე, უცხოელები, ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდა ჩანაწერები ამასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა, იყო ძალიან დიდი ტყუილი და ამ ტყუილში შეგნებულად იყვნენ ჩართული თითოეული ეს სუბიექტი, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი. რა თქმა უნდა, მათ რომ ჰქონდეთ ღირსება, ბოდიშს მოუხდიდნენ ქართულ საზოგადოებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით". - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები