ხაბეიშვილი შოტლანდიაში საფეხბურთო მატჩის წინ შექმნილ პრობლემებს აგვარებდა და დაბრუნდა? - კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმის
შესახებ, რომ „ნაცმოძრაობას“ ოპოზიციასთან გაერთიანება არ სჭირდება ცინიკურად ეხმაურება და ამბობს, რომ ხაბეიშვილი შოტლანდიაში საფეხბურთო მატჩის წინ შექმნილ პრობლემებს აგვარებდა და დაბრუნდა.
„ლევან ხაბეიშვილი დაბრუნდა შოტლანდიიდან? მე როგორც ვიცი, შოტლანდიაში იყო და იმ პრობლემებს აგვარებდა, რაც საფეხბურთო მატჩის წინ შეიქმნა, წვიმის გამო და დაბრუნებულია? არ ვიცი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.