სააკაშვილის დროინდელი სახეები ვიდრე არ ჩამოშორდებიან „ნაცმოძრაობას“, მანამდე ამ პარტიას არავითარი პერსპექტივა არ აქვს - კობახიძე
სააკაშვილი და სააკაშვილის დროინდელ სახეები ვიდრე არ ჩამოშორდებიან „ნაცმოძრაობას“ მანამდე, რა თქმა უნდა, ამ პარტიას არავითარი პერსპექტივა არ აქვს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, "„ნაცმოძრაობა“ განწირულია მორიგი, ძალიან მძიმე მარცხისთვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე".
ირაკლი კობახიძის თქმით, „ენმ“-ს რეიტინგმა ქვემოთ დაიწია და წინა არჩევნებზე 30% იყო, დღეს კი 20%-ზე ქვემოთ არის ჩამოსული.
„თუმცა, „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა არის არა ის, რომ მათ აქვთ ნეგატიური ტენდენცია, არამედ ის, რომ მათი ფორმალური თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი, მათი ლიდერი და მთავარი დამფინანსებელი არის კეზერაშვილი, უცხოელი აგენტი, რომელიც სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით რატომღაც ევროპის ქვეყნებში. მათი ლიდერი არის მერაბიშვილი, ადეიშვილი ყოფილა ჩართული მათ საქმიანობაში, რაც იგივე მელიამაც აღიარა და ა.შ. ეს არის „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა, სააკაშვილი რომ არის მათი ლიდერი და ა.შ. ეს არის „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა, ეს დისკრედიტირებული სახეები", - თქვა ირაკლი კობახიძემ.