დავით ლორთქიფანიძეს ეროვნული მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე ვადა 4 წლით გაუხანგრძლივეს

22.06.23 14:32
დავით ლორთქიფანიძეს ეროვნული მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე ვადა 4 წლით გაუხანგრძლივეს

დავით ლორთქიფანიძეს ეროვნული მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე ვადა 4 წლით გაუხანგრძლივეს. ბრძანება, რომელიც 20 ივნისით თარიღდება, ხელს კულტურის მინისტრის მოადგილე, კახა სიხარულიძე აწერს ხელს. 

ბრძანების თანახმად, ლორთქიფანიძემ ერთი თვის ვადაში წულუკიანის უწყებას ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა უნდა წარუდგინოს.

ლორთქიფანიძე ეროვნულ მუზეუმს მისი შექმნიდან, 2004 წლიდან ხელმძღვანელობს და ახალი ბრძანებით, აღნიშნულ თანამდებობაზე 2027 წლის ივნისამდე დარჩება. 

მსგავსი სიახლეები