ოდიშარია ჟურნალისტებს: მინი ოლიგარქებთან თქვენ რომ ხართ დაკავშირებული ისეთი უნდა

22.06.23 15:33
ოდიშარია ჟურნალისტებს: მინი ოლიგარქებთან თქვენ რომ ხართ დაკავშირებული ისეთი უნდა

 "ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი ბექა ოდიშარია სების პირველ ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავას შესაძლო დანიშვნაზე კომენტარს აკეთებს. 

მმართველი პარტიის ლიდერი მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ გააღიზიანა, რომლის მიხედვითაც ეკონომიკის ყოფილ მინისტრს მინი ოლიგარქებთან, უჩა მამაცაშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს. 

ერთ-ერთი სისტემა, რომელმაც მდგრადობა გამოამჟღავნა, რომელზეც დამოკიდებული არის მათ შორის თქვენი ოჯახების კეთილდღეობა და მისი რაიმე ტიპის დესტრუქციით ჩამოშლა იქნება უბედურება. ნათია თურნავა იქნება თუ სხვა ადამიანი, მოგიწოდებთ, რომ შეურაცხმყოფელ ტონში ნუ დავსვათ შეკითხვას, რომ მინი ოლიგარქებთან არის, მინიოლიგარქებთან თქვენ რომ ხართ დაკავშირებული ისეთი უნდა და ოლიგარქებთან, მაგრამ მე ხომ არ გეუბნებით, ასე ხომ არ ვიწყებ თქვენთან გამარჯობის ნაცვლად? არ ხართ დაკავშირებული მინი ოლიგარქებთან და ოლიგარქებთან? მაინტერესებს, ან "მთავარი" არ არის, ან "ტვ პირველი" არ არის ან "ფორმულა" არ არის თუ რა არ არის. პასუხი გაგეცით, შეურაცხმყოფელ ინტონაციას როცა მოიშლით შემდეგ ჩავუღრმავდები" - ბექა ოდიშარია.

 

მსგავსი სიახლეები