მინდა, მჯეროდეს, რომ ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული - კალაძე კანდიდატის სტატუსზე

22.06.23 15:17
მინდა, მჯეროდეს, რომ ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული - კალაძე კანდიდატის სტატუსზე

„ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს უნდა სჯეროდეს, რომ ევროკომისია ამჯერად მაინც მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემს.

კალაძე ამბობს, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე 

მინდა, მჯეროდეს, რომ ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე. ყველა წარმატებული ნაბიჯი 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება, ევროპაში მოვისმინეთ განცხადებები, რომ საქართველო მართლაც იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს და გადაწყვეტილება, რაც მიღებული იყო, არასამართლიანი. ამჯერად, მინდა მჯეროდეს, რომ დეკემბერში გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება და ქართველი ხალხი და სახელმწიფო არ დაიჩაგრება“, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები