ეს არის პოლიტიკური შუღლის ნიადაგზე აფექტის გაჭედვა - ჯიშკარიანი "ოცნების" ლიდერებზე

22.06.23 15:43
ეს არის პოლიტიკური შუღლის ნიადაგზე აფექტის გაჭედვა - ჯიშკარიანი "ოცნების" ლიდერებზე

"ემპათიას" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი "ოცნების" ლიდერებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ჯიშკარიანი ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პოლიტიკური შუღლის ნიადაგზე აფექტის გაჭედვაა.

"ეს არის პოლიტიკური შუღლის ნიადაგზე აფექტის გაჭედვა და შესაბამისად უნდა რამენაირად მოუარონ ამ თავიანთ პრობლემას, დაბრუნდნენ ადეკვატურ რეალურ გარემოში და რაც შეეხება ფანტასმაგორიულ განცხადებებს ამაზე უნდა წარადგინონ დოკუმენტაცია შესაბამისად. სიმულაციის, აგრავაციის თუ ჯანმრთელობის ცნობა, ჩვენ ასეთი რამეები არ გვინახავს. თვითონ უნდა მოიხადონ ბოდიში ექსპერტების მისამართით, დანარჩენი უნდა იმეცადინონ, წიგნები წაიკითხონ, იურიდიული კანონებში უნდა გაერკვეს კონსტიტუციონალისტი კობახიძე და მისი ასევე წარმომადგენელი". - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდებამ სახელისუფლებო პარტია წყობიდან გამოიყვნა. ღარიბაშვილის დაწყებული იერიში "ხალხის ძალამ" გააგრძელა, შემდეგ კი საქმეში კობახიძე-კალაძე-პაპუაშვილის დანაყოფი ჩაერთო. "ქართული ოცნება" საააკშვილს ეუბნება, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ამიტომ ქართულ პოლიტიკაში ჩარევის უფლება არ აქვს. მმართველი გუნდის მაღალჩინოსნები ასევე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოგონილს უწოდებენ და ამბობენ, რომ მთელ ამ ფარსში ოპოზიცია, ნჯო-ები, ყოფილი სახალხო დამცველი და ექიმები არიან ჩართულები.

მსგავსი სიახლეები