თუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს რომ მნახონ? - სააკაშვილი პაპუაშვილს მიმართავს
"თუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს რომ მნახონ? " - საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარის ირონიულ და შეურაცხმყოფელ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილი პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას პასუხობს, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მთავრობის მიერ წარდგენილ იქნა მტკიცებულებები სააკაშვილის ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობის შესახებ.
მიხეილ სააკაშვილი შალვა პაპუაშვილს კონტრარგუმენტად შეახსენებს მისივე გადაწყვეტილებას, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მისი მონახულება აუკრძალა.
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili
თუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს რომ მნახონ?
რატომ დაბლოკეთ ჩემი ONLINE ჩართვა სასამართლოზე? ჩემს და თქვენს შორის განსხვავებაც სწორედ ისაა, რომ რაც არ უნდა მიმძიმდეს, ბოლო ამოსუნთქვამდე მაინც გამოვხატავ ჩემს პოზიციას. აზროვნებას ვერ ამიკრძალავთ!" - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.