კინემატოგრაფისტები თეა წულუკიანს საჯარო საუბარს სთავაზობენ
კინემატოგრაფების მორიგი შეთავაზება თეა წულუკიანს - რეპრესიების სამიზნე ჯგუფი კულტურის მინისტრს საჯარო დიალოგს სთავაზობს.
კინომატოგრაფისტები, რომლებიც 10 დღეზე მეტია, აპროტესტებენ უსამართლო რეორგანიზაციას და პასუხად კულტურის სამინისტროს მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადება მიიღეს, თეა წულუკიანს პროცესების გამჭვირვალობის მიზნით მათთან შეხვედრას სთავაზობენ.
კინოცენტრის თანამშრომლების მოთხოვნები უცვლელია - შეჩერდეს რეორგანიზაცია კინოცენტრში, შეიცვალოს წლუკიანის მიერ რეპრესიების მიზნით დანიშნული ახალი დირექტორი და შეიცვალოს მისი არჩერვის წესი.
კინოცენტრის თანამშრომლები კულტურის მინისტრისგან პასუხს 27 ივნისს საღამოს 8 საათამდე ელოდებიან.
კინოცენტრის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები კულტურის სამინისტროს მხრიდან კინოს დამორჩილების მცდელობას მეათე დღეა აპროტესტებენ. მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა კინოცენტრის დირექტორად მისი კადრი დანიშნა, კინოცენტრის თანამშრომლები რეორგანიზაციად გამოცხადებული პროცესების შეჩერებას ითხოვენ.
თუმცა, მათ პროტესტს კულტურის სამინისტრომ თითქმის ერთკვირიანი დაგვიანებით უპასუხა და პროტესტის მონაწილეები პოლიტიკურად ანგაჟირებულებად მოიხსენია. კულტურის სამინისტრო მათ უკან ოპოზიციურ პარტიას ხედავს.
კინოცენტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ მათ ორ მთავარ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს სამინისტრო, რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, აქციის მონაწილეები მიმდინარე კვირაში გააცნობენ საზოგადოებას.