დაადებს თუ არა ვეტოს ზურაბიშვილი "ოცნების" კანონპროექტს - პრეზიდენტი საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელს შეხვდა
საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი პრეზიდენტს შეხვდა - გიგა კობალაძე ორბელიანების სასახლეში მას შემდეგ დაიბარეს, რაც "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში ახალი კანონის მიღება დააანონსა. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, თუ აქამდე ბაზარზე მხოლოდ ერთი საავტორო უფლებათა ასოციაციაა მოქმედებდა, ახალი კანონით მას კონკურენტიც ეყოლება. კომპანიაა "გერა", რომელიც უკვე შეიქმნა და რომლის კავშირებიც სავარაუდოდ რუსეთზე გადის.
საავტორო უფლებათა ასოციაციაში ფიქრობენ, რომ კანონის მიზანი მათი განეიტრალება და ქვენაში რუსული გავლენების გაძლიერებაა.
მივაწოდე ინფორმაცია საავტორო უფლებების კანონთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მივაწოდე ინფორმაცია ზოგადად იმ სიტუაციის შესახებ რაც ხდება ამ სფეროში, რასაც საჯაროდაც ყოველთვის ვიძახი, მათ შორის რუსეთის როლზე ამ სფეროში. რუსეთს ყველა მეთოდით სურს, რომ რაღაცნაირად დაიმორჩილოს ქართული სახელოვნებო სივრცე და ჰქონდეს ბევრი საცეცი ამ სივრცეში.
ომედი მაქვს, რომ პრეზიდენტის მხრიდან მისი უფლება-მოსილების ფარგლებში იქნება სათანადო რეაგირება. არ გამოვრიცხავ, რომ თუ რეაგირება ექნება პრეზიდენტს, მან გამოიყენოს ვეტოს უფლება." - აცხადებს გიგა კობალაძე.