მედიკოსი თვლის, რომ "ოცნების" ლიდერის განცხადებები ფსიქიატრის შესაფასებელია
სახალხო დამცველის აპარატის სამედიცინო კონსილიუმის წევრი, ექიმი გრიგოლ ხურციძე თვლის, რომ "ოცნების" ლიდერის განცხადებები ფსიქიატრის შესაფასებელია.
ვინ თქვა, რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი? კომენტარის გაკეთება ჩემი კომპეტენცია არ არის, მე ფსიქიატრი არ ვარ. მაგაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რაშიც მაქვს კომპეტენცია, იმ კომპეტენციიით ადამიანი კლინიკაში არის და თუ არ არის, გადაიყვანონ დაწესებულებას და იქ მოიხადოს სასჯელი". - ამბობს ექიმი.
სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდებამ სახელისუფლებო პარტია წყობიდან გამოიყვნა. ღარიბაშვილის დაწყებული იერიში "ხალხის ძალამ" გააგრძელა, შემდეგ კი საქმეში კობახიძე-კალაძე-პაპუაშვილის დანაყოფი ჩაერთო. "ქართული ოცნება" საააკშვილს ეუბნება, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ამიტომ ქართულ პოლიტიკაში ჩარევის უფლება არ აქვს. მმართველი გუნდის მაღალჩინოსნები ასევე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოგონილს უწოდებენ და ამბობენ, რომ მთელ ამ ფარსში ოპოზიცია, ნჯო-ები, ყოფილი სახალხო დამცველი და ექიმები არიან ჩართულები. ოცნების ლიდერები ამბობნე, რომ ყველა ამ ადამიანებმა საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადონ.