პრეზიდენტმა ბევრი შეცდომა დაუშვა და უშვებს, როდესაც ხმას არ იღებს პოლიტპატიმრებზე - გოცირიძე

22.06.23 16:32
პრეზიდენტმა ბევრი შეცდომა დაუშვა და უშვებს, როდესაც ხმას არ იღებს პოლიტპატიმრებზე - გოცირიძე

"პრეზიდენტმა ბევრი შეცდომა დაუშვა და უშვებს, როდესაც ხმას არ იღებს პოლიტპატიმრებზე", - სალომე ზურაბიშვილს უმოქმედობის გამო საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" ხელმძღვანელი რომან გოცირიძე აკრიტიკებს.

დეპუტატის თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პრეზიდენტს ხელისუფლებისგან განსხვავებით სწორი პოზიცია აქვს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი შიდა პოლიტიკურ ველზე დიდ შეცდომებს უშვებს. მაგალითად კი, რომან გოცირიძეს მთავარი არხის გენერალური დირექტორის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე მოჰყავს.

რომან გოცირიძის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ევროკომისია ემზადება სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად, სალომე ზურაბიშვილს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის - მედია თავისუფლების კრიტერიუმის პოზიტიურ ჭრილში შეცვლის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა, ამ დრომდე გვარამიას არ ათავისუფლებს.

პრეზიდენტმა ბევრი შეცდომა დაუშვა და უშვებს, როდესაც ხმას არ იღებს პოლიტპატიმრებზე. ვხედავთ, რეკომენდაციებიდან სამია შესრულებული... არაფერი შესრულებული არ არის და მას რომ მიეღო ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ გადაწრყვეილება, შეიძლება სხვა განწყობა ყოფილიყო დღეს. ამას სალომე ზურაბიშვილს იმიტომ ვახსენებ, რომ ყველა ადამიანი, ვინც დღეს ამ კლანის ნაწილი გ10D0და მისიდან წარდგენილია,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები