შეწყვიტოს წულუკიანმა რეპრესიები - აქცია კულტურის სამინისტროსთან

22.06.23 17:06
შეწყვიტოს წულუკიანმა რეპრესიები - აქცია კულტურის სამინისტროსთან

შეწყვიტოს წულუკიანმა რეპრესიები - კულტურის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს. კინემატოგრაფები წულუკიანის ხისტ პოლიტიკას უწყებასთან აპროტესტებენ.

კინემატოგრაფები თვლიან, რომ წულუკიანი კინოცენტრში რეპრესიებს ატარებს. კულტურის სამინისტროსთან შეკრებილები წულუკიანს მათთან შეხვედრისკენ მოუწოდებენ.

გადავწყვიტეთ მიგვემართა სამინისტროსთავის, მოთხოვნები უცვლელია - უნდა შეწყდეს გაუგებარი რეორგანიზაციის პროცესი, დირექტორის დანიშვნის წესი უნდა შეიცვალოს და წესის შემუშავების პროცესაში ჩვენი საზოგადოება, საპროტესტო ტალღის წარმომადგენლები აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართული," - ამბობს აქციის მონაწილე.

კინომატოგრაფისტები, რომლებიც 10 დღეზე მეტია, აპროტესტებენ უსამართლო რეორგანიზაციას და პასუხად კულტურის სამინისტროს მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადება მიიღეს, თეა წულუკიანს პროცესების გამჭვირვალობის მიზნით მათთან შეხვედრას სთავაზობენ.

კინოცენტრის თანამშრომლების მოთხოვნები უცვლელია - შეჩერდეს რეორგანიზაცია კინოცენტრში, შეიცვალოს წლუკიანის მიერ რეპრესიების მიზნით დანიშნული ახალი დირექტორი და შეიცვალოს მისი არჩერვის წესი.

 

მსგავსი სიახლეები