საქართველოს სჭირდება რეფორმები - გზავნილები სტოკჰოლმიდან
საქართველოს რეფორმებზე მუშაობა სჭირდება, უკრიანას შთამბეჭდავი პროგრესი აქვს, მხარს ვუჭერთ მოლდოვას -ასეთი განცხადებები კეთდება, ამ წუთებში, სტოკჰოლმიდან.
დახურული შეხვედრის შემდეგ, შვედეთის დედაქალაქში პრესკონფერენცია დაიწყო. ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკომისარიც, ამ წუთებში, სამი ქვეყნის შესახებ ზეპირ მოხსენებას წარადგენენ.
ჩვენ ვიმსჯელეთ ევროპის მომავალზე, ევროპის გაფართოებაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსჯელობა ამ საკითხზე ძალიან დროული იყო.
საქართველოს შემთხვევაში პროგრესი არის, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანას შესასრულებელი სამუშაო ისევ აქვს. ჩვენ საერთო მესიჯს ვუგზავნით მათ, რომ საჭიროა რეფორმები.
რაც შეეხება უკრაინას, შთამბეჭდავია პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს გასული ერთი წლის განმავლობაში და ეს აღსანიშნავია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რაშიც ახლა უკრაინა იმყოფება. არსებითი ცვლილებებია, რაც მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს, კანონს მედიის შესახებ, სასამართლოს და ანტიკორუფციულ მიმართულებას.
მოლდოვას ასევე აქვს დამაჯერებელი პროგრესი. ეს ასევე შთამბეჭდავია რთული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე და რუსეთის დესტაბილიზაციის მცდელობების მიუხედავად. ჩვენ გვჭირდება მხარი დავუჭიროთ მოლდოვას და გავაძლიეროთ მხარდაჭერა რეფორმების კუთხით. სადავო არ არის, რომ მოლდოვას აქვს მტკიცე სურვილი რეფორმების ჩატარების კუთხით".- ამბობს ევროპელი ლიდერი.