2 მილიონამდე ლარი რეკლამისთვის - განათლების სამინისტრო კონტრაქტს ტენდერის გარეშე აფორმებს

22.06.23 17:44
2 მილიონამდე ლარი რეკლამისთვის - განათლების სამინისტრო კონტრაქტს ტენდერის გარეშე აფორმებს

2 მილიონამდე ლარი რეკლამისთვის - განათლების სამინისტრო ამ მომსახურების შეძენას ტენდერის გარეშე აპირებს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება აქვეყნებს

ირკვევა, რომ გიორგი ამილახვარის უწყება 1 963 874 ლარს სკოლებში რეაბილიტაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების აშენების შესახებ საკომუნიკაციო/სარეკლამო კამპანიისთვის დახარჯავს.

სამინისტრომ უკვე შეარჩია ორი კომპანია, რომელსაც რეკლამირებას სთხოვს - WINDFORS GEORGIA -ს და "სტუდია მეტროს".  

WINDFORS GEORGIA კომპანია 879 547 ლარს მიიღებს, თუმცა წლების განმავლობაში სხვადასხვა უწყებიდან მას, ჯამში, ასევე აქვს მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ხელშეკრულებები;
"სტუდია მეტრო" - ახლა იგი 985 300 ლარს მიიღებს, თუმცა ასევე აქვს შესრულებული მილიონ ლარზე მეტის ღირებულების კონტრაქტები.

ამ თანხით დაგეგმილია:

სარეკლამო კამპანიის კონცეფციის შექმნა;
გრაფიკული საინფორმაციო რგოლების დამზადება;
საიმიჯო ვიდეორგოლების დამზადება;
გარე რეკლამის განთავსება;
ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება;
საკომუნიკაციო პლატფორმის (შექმნა);
მედიადაგეგმარება.

 

მსგავსი სიახლეები