იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს! - რა მესიჯი გადასცეს ბრიუსელში ჩასულ ირაიკლი ღარიბაშვილს პარტნიორებმა
რა მესიჯი გადასცეს ბრიუსელში ჩასულ ირაიკლი ღარიბაშვილს პარტნიორებმა - დახურული შეხზვედრის დეტალები რამდენიმე წუთის წინ, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ გაამხილა.
"თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს! - უთხრა ოლივერ ვარფეიმ ღარიბაშვილს.
დღეისთვის თუ ვინმეს ევროკავშირში შესვლა სურს, ახლა არის მომენტი და დაიჭირეთ ის, გამოიყენეთ შესაძლებლობა. გამიმართლა, რომ წინა კვირას ბრიუსელში პრემიერ-მინისტრს (ირაკლი ღარიბაშვილს) შევხვდი და ეს იყო მესიჯი - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს! გააკეთეთ, ვინაიდან ეს უნიკალური შესაძლებლობაა, ყველამ მაქსიმალურად უნდა ისარგებლოს ამით. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ამ მიზნამდე მისვლაში, მაგრამ კრიტერიუმები ყველას მიერ უნდა იქნას დაკმაყოფილებული. ასე რომ, ჩემი რეკომენდაცია საქართველოს მთავრობისადმი არის ის, რომ ყველა მიმართულებით დააჩქარონ სამუშაო, რათა ოქტომბერში შესრულებული ანგარიში გვქონდეს საქართველოზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე. ჩვენ მზად ვართ, როდესაც საქმე გაკეთებული იქნება,” - განაცხადა ვარჰეიმ.