ოფიციალურად: ეროვნულ ბანკს ნათია თურნავა უხელმძღვანელებს
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს - განცხადება თურნავამ რამდენიმე წუთის წინ პირადად გააკეთა.
ირკვევა რომ ყოფილ ჩინოვნიკს, მხარი საბჭოს 7 წერვიდან 5-მა დაუჭირა მხარი, ხოლო 2-მა თავი შეიკავა.
ჩვენ ყველას გვაერთიანებს ეროვნული ბანკის მიმართ ერთგულება, გვაერთიენბს საერთო მიზანი, ვემსახუროთ ქვეყნის ფინანსურს სტაბილურობას. ჩვენი გუნდი, ამ მიმართულებით კვლავინდებურად გააგრძელებს მუშაობას ეროვნულ ბანკში“,- განაცხადა თურნავამ.
სალომე ზურაბიშვილის მიერ "ქართული ოცნებისთვის" უარის თქმის შემდეგ, მმართველმა პარტიამ დიდი გადალაგება მოაწყო - დაძლია ვეტო და ამოქმედდა კანონში შეტანილი ცვლილებები.
თუ აქამდე მქომედი კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას სამიდან ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებდა, ახალი კანონით, პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს ყველა მოვალეობას.