ნაძირლები, არაკაცები , ამათ არაფერი ადამიანური არ აქვთ - ბარამიძე ხელისუფლებას მიმართავს

22.06.23 18:37
ნაძირლები, არაკაცები , ამათ არაფერი ადამიანური არ აქვთ - ბარამიძე ხელისუფლებას მიმართავს

„თქვე ნაძირლებო, რატომ არავინ არ არის ამ საქმეებთან დაკავშირებით დაპატიმრებული,“ - ამ სიტყვებით მიმართავს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე საქართველოს ხელისუფლებას. ბარამიძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე საქმე გამოიყენა პოლიტიკური ქულების დასაწერად, რის შედეგადაც მმართველი გუნდი ხელისუფლებაში მოვიდა, მათ შორისაა, რაფალიანცის საქმე. ბარამიძე ამტკიცებს, რომ სახელისუფლებო პარტიამ რაფალიანცის საქმე არჩევნების მოსაგებად გამოიყენა.

ბარამიძე "ქართული ოცნების" ლიდერებს მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს. ბარამიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის განზრახ დაზიანება პუტინის ინტერესში შედის. რაც შეეხება, ქართული ოცნების არგუმენტს, რომ თითქოს სააკაშვილი სიმულირებს ავადმყოფობას, ბარამიძე ამბობს, რომ შეიძლება სააკაშვილს პოლიტიკაში ჩართვის სურვილი აქვს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის განიკურნა.

დაინახეს, რომ ათასგვარი შეურაცხყოფისა და არაადამიანური, ცინიკური მოპყრობისა, რაც დავინახეთ კადრებში, დავინახეთ, როგორ ათრიეს პაციენტი, უნდოდათ პუტინისთვის ეჩვენებინათ, აი, საჩუქარი, აგიხდინეთ რუსული ოცნება, რომ თუ ვერ ჩამოკიდეთ ერთი ადგილით 2008-ში, ახლა, ჩვენ ამას ამ ფორმით ვაკეთებთ, ეს გააკეთეს. ამის მერე წავიკითხეთ და მოვისმინეთ ექიმებისგან ის დაკსვნები, რაც არის და შესაბამისად, მათ დაინახეს, რომ ფიზიკურად, ჯანმრთელობით კი გატეხეს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ სულით, მორალურად ვერ გატეხეს. ათასი ძალა მოიკრიბა მიშამ და თქვა, რაც თქვა - ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მან წონაში მოიმატა, უცებ განიკურნა. ეს უტიფრები ვისზე ლაპარაკობენ, ვის ბოდიშზე ლაპარაკობენ, ხელისიფლებაში მოვიდნენ პატარა ბავშვის მკვლელობის დაბრალებით და კიდევ გაუგებარია, ვინ დააბრალა ოპოზიციას და კერძოდ, ენმ-ს იმ ბავშვის მკვლელობა და რატომ მოკვდა ის ბავშვი, რატომ ჩაახრჩეს ის ბავშვი, ჩვენ სიტყვებს ასე არ ვისვრით, თორემ ფაქტია, ვიღაცამ ეს გააკეთა. ათასგვარ სიბინძურეებს გვაბრალებდნენ - ადამიანების მკვლელობას, ზურაბ ჟვანიას თემას, ჩემზეც იყო, 11 წელი გავიდა, თუ ვინმე დამნაშავე იყო, თქვე ნაძირლებო, რატომ არავინ არ არის ამ საქმეებთან დაკავშირებით დაპატიმრებული, ან რატომ არ არის გამოძიებული, სანდრა რომ თურმე ორგანოებით ვაჭრობდა, ვის ბოდიშზე ლაპარაკობთ, არაკაცები ესენი, ამათ არაფერი ადამიანური არ აქვთ, ამათ არაფერი ევროპული არ სცხიათ,“ - ამბობს გიორგი ბარამიძე.

მსგავსი სიახლეები