ხელისუფლების შეცვლის გარეშე სტატუსი ვერ გვშველის ვერაფერს - გიგა ბოკერია

22.06.23 18:53
ხელისუფლების შეცვლის გარეშე სტატუსი ვერ გვშველის ვერაფერს - გიგა ბოკერია

„ვთვლით, რომ ამ ხელისუფლების შეცვლის გარეშე - პროევროპული, პროქართული ხელისუფლების მოსვლის გარეშე, სტატუსი ვერ გვშველის ვერაფერს,“ - ეს განცხადება ევროპული საქართელოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა.
ბოკერია ვარაუდობს, რომ რადგან ქვეყანას მთავრობა წარმოადგენს საერთაშორისო არენაზე, ნაკლებადსავარაუდოა, რომ ევროკავშირმა ქვეყანას სტატუსი მიანიჭოს. თუმცა, თუ ევროკავშირი გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს და მოლდოვას და უკრაინას გაწევრიანების მოლაპარაკების ეტაპზე გადაიყვანს, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ კანდიდატის სტატუსი მისცენ საქართველოს და დათქმები დაუტოვოს.
ბოკერიას თქმით, ოპოზიცია ქართული ოცნების პროპაგანდას ორგანიზებულად უნდა დაუპირისპირდეს, რადგან მმართველი გუნდი უკვე მუშაობს საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად. ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს იქნება მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობა - რადგან მთავრობის პროპაგანდისტული ხაზი ასეთია, რომ თუ სტატუსი არ იქნება, ამით ევროკავშირი უარს საქართველოს მოსახლეობას ეუბნება.

მთელი ფოკუსი იმაზე, რა მოხდება ახლა, იმ განწყობით, რომ მაგაშია ხსნა და მანდ წყდება ჩვენი ბედი, ახლა მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს თუ არა ჩემი აზრით არის მცდარი... ევროკავშირის კანდაიფტის სტატუსი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, თუ გვაქვს პროდასავლური, პროევროპული, პროქართული ხელისუფლება, რომელიც მზად არის ეს ინსტრუმენტი გამოიყენოს ჩვენი ამოცანის მისაღწევად. ჩვენი ამოცანა კანდიდატობა კი არ არის, ჩვენი ამოცანაა ნატო-ს წევრობა, ევროკავშირის წევრობისკენ სვლა, ქვეყნის შიგნით გარდაქმნა, რასაც ფუნდამენტურად ჰქვია ევროპულ, დასავლურ წიაღში საქარტელოს დაბრუნება და დასავლეთის უსაფრთხოების ქოლგაში მოხვედრა და ქვეყნის შიგნით იმ ინსტიტუციების განვიტარება, რასაც დასავლური ინსტიტუციები ჰქვია. ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში სრულიად შეუძლებელია,“ - ამბობს ბოკერია.

მსგავსი სიახლეები