იტყვიან, რომ ამინდი არ ვარგა და ამინდმა ჩაშალა - ანა ნაცვლიშვილი სტატუსის მიღებაზე
რა აფერხებს საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღებისგან - „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
დეპუტატის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკაა ის ფაქტორი, რაც ქვეყანას ისტორიულ პროცესს აშორებს. ნაცვლიშვილის შეფასებით, ქართულმა ოცნებამ რეფორმების გატარების "ფარსი" პროცესი შექმნა.
დეპუტატისთვის სტოკჰოლმში გაკეთებული განცხადებები მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ცხადია, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შესრულებული არ არის.
საქართველოს შანსები და ყველანაირი რესურსი აქვს ჯერ კიდევ იმისთვის, რომ მან გამოიყენოს ეს ისტორიული შესაძლებლობა გაიხსნა და მოხდა ის, რასაც ერთი წლინაც კი, სანამ გაფართოების პროცესის ახალი ტალღა დაიწყებოდა, ექსპერტებიც არ ვარაუდობნენ. ერთადერთი, რაც აფერხებს ამ პროცესის წარმატებას, ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, სხვა ყველაფერი აქვს ამ ქვეყანას. ხან მოიგონეს და დააბრალეს ევროპას, რომ ტითქოს საომარ მოქმედებებში ჩათრევა უნდოდა, ამ მესიჯმა რომ არ იმოქმედა, მერე მოიფიქრეს, რომ გარყვნილების პროპაგანდა უნდა ევროპას, ხან ოპოზიციის ბრალია, ხან ევროკავშირს. ახლა ალბათ, იტყვიან, რომ ამინდი არ ვარგა და ამინდმა ჩაშალა, სინამდვილეში რეალობა არის ის, რომ "ქართულ ოცნებას" არ აქვს საკუთარი ტავის იმედი, რომ კონკურენტულ, სამართლიან გარემოში გაიმარჯვებენ," - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.