"საქართველოს ხელისუფლება მოლოდინებს არ ამართლებს, საჭიროა რეფორმები" - "ოცნებისთვის" მძიმე წუთების ათვლა დაწყებულია

22.06.23 19:38
"საქართველოს ხელისუფლება მოლოდინებს არ ამართლებს, საჭიროა რეფორმები" - "ოცნებისთვის" მძიმე წუთების ათვლა დაწყებულია

"საქართველოს ხელისუფლება მოლოდინებს არ ამართლებს, საჭიროა რეფორმები" - "ოცნებისთვის" მძიმე წუთების ათვლა დაწყებულია. ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერი ივანიშვილის მთავრობას სათქმელს პირდაპირ ეუბნება. ყველა მინისტრი  თანხმდება, რომ კანდიდატის სტატუსს იმსახურებს ქართველი ხალხი და არა საქართველოს ხელისუფლება. 

"პირობები შეუსრულებელია, რეფორმები გასატარებელი" და რაც მთავარია,  ლიდერებმა ჯერ ვერ დაინახეს სურვილი, რომ "ოცნებას" ნამდვილად უნდა საქართველოს ევროპულ ოჯახთან დაახლოება. 

კანდიდატის სტატუსის  მიღებამდე ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი უკვე დასრულდა - ახლა ევროკავშირში ყველამ იცის, რისთვის გამოიყენა  ერთი წელი "ოცნების" მთავრობამ. ამის მიუხედავად ბრიუსელი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს, რომ ქვეყანამ ისტორიული შანსი ხელიდან არ  გაუშვას, თუმცა ხელისუფლების გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს. წამმზომი ჩართულია და ახლა ევროპა უნდა დარწმუნდეს, რომ  ყველა პირობა ისე იქნება შესრულებული, როგორც ამას პარტნიორები ითხოვენ.

ევროკავშირის დასკვნა საქართველოზე - ნახეთ, რუსუდან დუმბაძის სიუჟეტში

 

 

 

მსგავსი სიახლეები