ლარსი - ხსნა სანქცირებული რუსეთისთვის

22.06.23 20:17
ლარსი - ხსნა სანქცირებული რუსეთისთვის

ლარსის  გამშვები პუნქტი  სანქცირებული რუსეთისთვის ყველაზე დიდი ხსნა აღმოჩნდა - მოხსნილია ისტორიული  რეკორდი. ლარსზე მხოლოდ ერთ დღე - ღამეში 1300-ზე მეტმა სატვირთომ გაიარა. რუსეთში გახარებულები არიან, რადგან ევროპის ეკონომიკური ბლოკადა საქართველოს დახმარებით პრაქტიკულად  უკვე გაარღვიეს. რუსეთის ფედერაციის საზღვრებს შორის ლარსის გავლით მარშრუტი ყველაზე მოთხოვნადია

ამ დერეფნით ბოლო  ნახევარ წელში  200 ათასზე მეტმა სატვირთომ ისარგებლა. რუსეთში პირდაპირ ამბობენ, რომ ეს მათთვის საუკეთესო გამოსავალია, რადგან ტვირთები საქართველოს გავლით გაცილებით სწრაფად გადის. საცობები არ არის, პროდუქტი არ ფუჭდება და ოკუპანტი სახელმწიფო  წარმატებით ახორციელებს ვაჭრობას სხვა ქვეყნებთან.

ლარსის გამშვები პუნქტი სანქცირებული რუსეთისთვის - გაიგეთ ყველა დეტალი ინა ცარციძის რეპორტაჟიდან

 

მსგავსი სიახლეები