ემზადება თუ არა ქართული ოცნება სააკაშვილის ციხეში დასაბრუნებლად
ემზადება თუ არა ქართული ოცნება სააკაშვილის ციხეში დასაბრუნებლად. ხელისუფლება უკვე ღიად მიანიშნებს, რომ დაავადება დაძლელულია და შემდეგი გაჩერება პატიმარი პრეზიდენტისთვის რუსთავის ციხე იქნება. როგორც ჩანს სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების განაცხადმა ოცნება წყობიდან გამოიყვანა. გააქტიურებული სააკაშვილი ხელისუფლებისთვის საფრთხეა და ამიტომ დღის წესრიგში მისი იზოლაცია დადგა. ქართული ოცნებას და მის სატელიტ პარტიას სააკაშვილზე ნამდვილი შტურმი აქვს დაწყებული.
"ქართული ოცნების" თავდასხმებს მიხეილ სააკაშვილი "ვივა-მედის" პალატიდან უპასუხებს. პრეზიდენტი კლინიკაში ევროკავშირის სამედიცინო ექსპერტების ვიზიტს ითხოვს.
"ცუდად ვარ, მაგრამ ვერ ამიკრძალავენ ფიქრს" - წერს სააკაშვილი. მას უჭირს სიარული, მნიშვნელოვნად დაუზიანდა მხედველობა და კვლავ კარგავს წონას.
ხელისუფლების ბრალდებებს დღეს სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებიც გამოეხმაურნენ. "წარმოუდგენელია იმ დაავადებებისგან განკურნება სამ თვეში რაც სააკაშვილს ჭირს" -ასეთია მედიკოსების პოზიცია.
სააკაშვილი გზა ციხისკენ - ნანუქა ქაჯაიას რეპორტაჟი