რეპრესიები ყველგან! - მთავრობის კაბინეტის შეუცვლელი წევრი, "ოცნების" ხელისუფლებისთვის დიდი თავისტკივილად იქცა
რეპრესიები თეატრებში, რეპრესიები მუზეუმებში, რეპრესიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში და რეპრესიები საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში.
თეა წულუკიანს საბჭოთა მეთოდებით სისტემის მართვა შესაძლოა დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდეს. მინისტრი გავლენებს საკუთარ უწყებაშიც და მთავრობაშიც უკვე კარგავს. წულუკიანის წინააღმდეგობის მიუხედავად, ირაკლი ღარიბაშვილმა დავით ლორთქიფანიძეს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პოსტზე მუშაობის ვადა მაინც გაუხანგრძლივა.
"პირველებს" წყარო უყვება, რომ წულუკიანსა და ღარიბაშვილს შორის დიდმა დაპირისპირებამ გელათის გამო იფეთქა. პრემიერმა კულტურის მინისტრს საპატრიარქოს განაწყენება არ აპატია და ამიტომ საუკუნოვანი ტაძრის გადარჩენის ამბავი ლორთქიფანიძეს ჩააბარა. სანაცვლოდ კი დაჰპირდა, რომ მომდევნო ოთხი წელი თანამდებობაზე იქნება და ხელს ვერავინ დააკარებს. ახლა წულუკიანს ყველა პრობლემა ერთად დაუგროვდა. "ოცნების" მთავრობის კაბინეტის შეუცვლელი წევრი, "ოცნების" ხელისუფლებისთვის დიდი თავისტკივილად იქცა.
შიდა დაპირისპირება კულტურის სამინისტროში - გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟი