სააკაშვილის უფლებების შელახვა - ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი

22.06.23 20:11
სააკაშვილის უფლებების შელახვა - ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი

სააკაშვილის უფლებების შელახვა - ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. საქმე ეხება 2017 წლიდან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს უკრაინაში, რა დროსაც მას ჯერ მოქალაქეობა ჩამოართვეს, შემდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს, დააკავეს და შემდეგ ქვეყნიდან გააძევეს.

მიხეილ სააკაშვილმა მისი უფლებების დარღვევის დადგენის მიზნით ევროსასამართლოს მიმართა, რადგან თვლის, რომ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი იყო, გარდა ამისა, თვლის, რომ მაშინდელმა უკრაინულმა ხელისუფლებამ მისი თავისუფლების და უსაფრთხოების უფლების გარდა, დაარღვია კიდევ პირადი ცხოვრების უფლება.

 

მსგავსი სიახლეები