კავშირი არ მქონია ივანიშვილთან, ვიცნობ მამაცაშვილს და ჩხარტიშვილს - ნათია თურნავა

22.06.23 20:22
კავშირი არ მქონია ივანიშვილთან, ვიცნობ მამაცაშვილს და ჩხარტიშვილს - ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ოლიგარქთან დ მინი ოლიგარქებთან ნაცნობობას ადასტურებს.

ნათია თურნავა ამბობს, რომ იცნობს როგორც ვანო ჩხარტიშვილს, ასევე ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს. თუმცა, თურნავა ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მისი ეროვნულ ბანკში მოხვედრა ოლიგარქებთან კავშირების გამო არ მომხდარა.

თურნავა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია მას შემდეგ არ ჰქონია, რაც ის პოლიტიკიდან წავიდა.  

რაც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა და წავიდა, მე პირადად, არანაირი კომუნიკაცია მასთან არ მქონია, როგორც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ყოფილ კოლეგებსაც. რაც შეეხება ბატონ ვანო ჩხარტიშვილს, ბატონ უჩა მამაცაშვილს, რასაკვირველია, ვიცნობ, ერთ-ერთი მათგანი ჩვენი ყოფილი მინისტრი იყო, ბატონ უჩა მამაცაშვილთან საპარტნიორო ფონდში ვიყავით კოლეგები და ვფიქრობ, რომ საქართველოში ნაცნობობა არ არის დანაშაული. რაც შეეხება იმას, რომ რაიმე საქმიანი თანამშრომლობა მას შემდეგ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გავხდი მქონია თუ არა, ვერ მექნებოდა, იმიტომ, რომ გახლდით არაააღმასრულებელი წევრი და ზოგადად, არ ვმონაწილეობდი სებ-ის გადაწყეტილებების მიღებაში. მომავალში, თუკი მენქება ვინმესთან, მათ შორის, მსხვილ ბიზნესმენებთან, თქვენთვის ნაცნობ სახელებთან და გვარებთან, თანამშრომლობა, ეს მოხდება საჯაროდ და კანონმდებლობის ფარგლებში,“ - ამბობს თურნავა.

მსგავსი სიახლეები