პრეზიდენტმა სტატუსის მისაღებად თავისი აგური დადო - ანა დოლიძე გვარამიას შეწყალებაზე

22.06.23 21:12
პრეზიდენტმა სტატუსის მისაღებად თავისი აგური დადო - ანა დოლიძე გვარამიას შეწყალებაზე

პრეზიდენტმა სტატუსის მისაღებად თავისი აგური დადო - ეს განცხადება ანა დოლიძემ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა.

ანა დოლიძე პრეზიდენტის ნაბიჯს, შეიწყალოს ნიკა გვარამია, პოზიტიურად აფასებს. დოლიძისთვის ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო რეფორმა გატარდეს, რადგან პოლიტიკური ოპონენტების დევნა დასრულდეს.

პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი გადადგა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და გადადგულია იმ 12 პუნქტის შესასულებლად, რომელიც უნდა გააკეთოს და შეასრულოს ჩვენმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, თუმცა, ამას არ აკეთებს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები