სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადადგა, იმის მიუხედავად, იყო ცოტა ადრე თუ გვიან - ბაჩანა შენგელია
სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადადგა, იმის მიუხედავად, იყო ცოტა ადრე თუ გვიან - ასე აფასებს ბაჩანა შენგელია ნიკა გვარამიას შეწყალებას.
შენგელია პრეზიდენტის ნაბიჯს პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქართული ოცნებასთან წითელი ხაზი გაავლო. შენგელიას შეფასებით, პრეზიდენტმა სტატუსის მიღების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
ველოდებოდი რამდენიმე მიზეზის გამო, იმიტომ, რომ უზენაესისს გადაწყვეტილებაც არსებობდა და მას აქვს ერთხელ ნათქვამი, რომ უზენაესში ჯერ დავა მიდის და ვფიქრობდი, რომ ეს ფაქტორიც იმუშავებდა. სალომე ზურაბიშვილკისთვის დამატებითი არგუმენტი იქნებოდა, უზენაესი ყველაზე ცუდად მოიქცა და ამის მერე პრაქტიკულად სხვა ბერკეტი აღარ რჩებოდა, გარდა ამ აქტის გამოცემისა,“ - ამბობს ბაჩანა შენგელია.