გვარამია არის პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი და ამ თვალსაზრისით ეს იყო სწორი გადაწყვეტილება - ლილუაშვილი
„გვარამია არის პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი და ამ თვალსაზრისით ეს იყო სწორი გადაწყვეტილება,“ - ასე აფასებს პარტია საქართველოსთვის წევრი ბექა ლილუაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას შეიწყალოს გვარამია.
ლილუაშვილი პრეზიდენტის ნაბიჯს რამდენიმე ფაქტოით ხსნის, მათ შორის, სტატუსის მიღების პერსპექტივით და გარდა ამისა, ლილუაშვილის თქმით, გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
ძალიან საინტერესოა, რა ხდება ქართული ოცნების ოფისში და ბოსების თავში. ასეა მეგობრებო, როდესაც ძალიან არათანმიმდევრულ სულელურ ნაბიჯებს დგამთ და თქვენივე ქმედებებით შლეიფს უქმნით და შეუქმენით გვარამიას როგორც პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლს, ბუნებრივია, ამ სულელურ ნაბიჯებს სალომემ გასცა ამ შემთხვევაში პასუხი, შემდეგ არჩევნებზე ქართველი ხალხი გასცემნს პასუხს და ჩამოიშლებიან თავისი სულელური ნაბიჯებიდან გამომდინარე,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.