შანსი გაჩნდა იმისა, რომ ჩვენ ჩვენი ევროპული პერსპექტივა და მომავალი დავიბრუნოთ - ნინო ევგენიძე

22.06.23 21:45
შანსი გაჩნდა იმისა, რომ ჩვენ ჩვენი ევროპული პერსპექტივა და მომავალი დავიბრუნოთ - ნინო ევგენიძე

პირველ რიგში, ვულოცავ ნიკას ამ ტანჯვა-წამებისგან გათავისუფლებას, რომელიც სრულიად უსამართლოდ იხდიდა ამ სასჯელს - ასე აფასებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე ნიკა გვარამიას შეწყალებას.

ნინო ევგენიძის შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯმა გააჩინა შესაძლებლობა, რომ ქვეყანა ევროპულ პერსპექტივას მიუახლოვდეს.

პირველ რიგში, ვულოცავ ნიკას ამ ტანჯვა-წამებისგან გათავისუფლებას, რომელიც სრულიად უსამართლოდ იხდიდა ამ სასჯელს და მერე ვულოცავ ქართველ ხალხს იმიტომ, რომ შანსი გაჩნდა იმისა, რომ ჩვენ ჩვენი ევროპული პერსპექტივა და მომავალი დავიბრუნოთ. ეს არის პირველი ნაბიჯი გადადგმული, რაც ადასტურებს იმას, რომ ჩვენს ბრძოლას თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ყოველთვის აქვს აზრი,“ 

მსგავსი სიახლეები