პრეზიდენტმა დიდი აგური დადო ევროინტეგრაციაში გაწევრიანებისთვის - ვატო წერეთელი

22.06.23 21:57
პრეზიდენტმა დიდი აგური დადო ევროინტეგრაციაში გაწევრიანებისთვის - ვატო წერეთელი

„მთელი არხის სახელით ვულოცავ ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, მის ოჯახს, რაც მთავარია, მთავარ არხს მინდა მივულოცო გათვაისუფლება," - ეს განცხადება ტვ პირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა გააკეთა.

ტვ პირველის დამფუძნებელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო სარჩელის არდაკმაყოფილების შემდეგ, შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

მინდა, არხის სახელით მადლობა გადავუხადო სალომე ზურაბიშვილს და ვთვლი, რომ მან ძალიან დიდი აგური დადო ევროინტეგრაციაში გაწევრიანებისთვის,“ - აღნიშნა ვატო წერეთელმა.

მსგავსი სიახლეები